ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი  იქნება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება.

მისივე თქმით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 80 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი $7500 დოლარს გაუტოლდება.

ამასთან, 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8% იქნება.

პრემიერის თქმით, ბიუჯეტი მთავრობამ კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა.

თამარ მუკბანიანი