15-ჯერ მეტი - საქართველომ წელს 3,1 მლნ დოლარის კვერცხი შეიძინა, ექსპორტზე კი რეკორდული რაოდენობის გაიტანა

წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის კვერცხი გაიტანა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 1,334 მლნ აშშ დოლარის (41,971 მლნ ერთეული) კვერცხი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 მლნ აშშ დოლარის (3,743 მლნ ერთეული).

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3,1 მლნ აშშ დოლარის (13,369 მლნ ერთეული) კვერცხი შემოვიდა, რაც თანხის მოცულობით, 15-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი აშშ დოლარის (7,588 მლნ ერთეული) პროდუქტი შეიძინა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდაც ვყიდით და ვყიდულობთ კვერცხს.

წელს კვერცხის ექსპორტი მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ, სომხეთსა (1,115 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (219.3 ათასი აშშ დოლარი) განხორციელდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს კვერცხი შემოვიდა, ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი - 2,051 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 724.4 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 138.4 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 121.3 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 60.1 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 3.9 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური