მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა აგვისტოში ოქროს შესყიდვა გაზარდეს

მიმდინარე წლის აგვისტოში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 19,6 ტონა ოქრო შეიძინეს. ამის შესახებ მოწმობს World Gold Council-ის (WGC) მონაცემები. „ეს ზრდის ზედიზედ მეხუთე თვეა, მიუხედავად იმისა, რომ ტემპები შემცირებულია“ - აცხადებს ორგანიზაციის ანალიტიკოსი კრიშან გოპაული.

მათი ცნობით, თურქეთი მიმდინარე წელს უმსხვილესი ოქროს შემსყიდველი ქვეყანაა, რომელმაც მის რეზერვებს მხოლოდ აგვისტოში 8,9 ტონა ოქრო შემატა. ჯამში მიმდინარე წელს თურქეთმა 84 ტონა ოქრო შეიძინა და მისი რეზერვების მოცულობა 478,22 ტონამდე გაზარდა.

აგვისტოში მეორე ადგილზე გავიდა უზბეკეთი - 8,7 ტონით, მიმდინარე წელს მას 19,3 ტონა აქვს ნაყიდი და მისი რეზერვები 381,3 ტონას აღწევს.

მესამე ადგილზეა ყაზახეთი, რომელმაც აგვისტოში 2 ტონა ოქრო იყიდა, თუმცა წლის განმავლობაში რეზერვები შეამცირა 27,6 ტონით 374,8 ტონამდე.

ორგანიზაციის ცნობით, დიდი დოზით ოქრო შეიძინა ყატარის ცენტრალურმა ბანკმაც, რომელსაც ზუსტი მონაცემი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

კოკა კვირკველია