ევროპა გეოთერმულ გათბობაზე 7,4 მლრდ დოლარს დახარჯავს

ევროპის გეოთერმული გათბობის ბაზარი, რომელიც წლების წინ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დომინანტი იყო, შესაძლოა, საინვესტიციოდ მიმზიდველი მიმართულება ისევ გახდეს. ეს კი იმ ფონზე, როცა ევროპული ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ეძებენ გაზით გათბობის ალტერნატივებს. ამის შესახებ Rystad Energy-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.

მათი შეფასებით, ასეთი პროექტების ჯამური დადგენილი სიმძლავრე 2030 წლისთვის 6,2 გვტ-ს მიაღწევს, რაც 58%-ით მეტია ამჟამინდელ 3,9 გვტ მაჩვენებელზე. ამისთვის კი, როგორც ანგარიშში წერია 7,4 მლრდ დოლარი დაიხარჯება.

გეოთერმული ენერგია არის სითბოს მისაღებად სანდო და განახლებადი წყარო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენების ტექნოლოგია, უკვე ათეული წლებია არსებობს, გეოთერმული ენერგიის გამოყენება უფრო დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით, ასევე ბურღვის დროს წარმოქმნილ რისკებთან.

ექსპერტების აზრით, გეოთერმული ენერგია ეს არის პრაქტიკულად სტაბილური ენერგიის უშრეტი წყარო, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს გადამწყვეტი როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და უზურნველყოფის საქმეში.

ისტორიულად გეოთერმული ენერგიის გამყენებაში ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერები იყვნენ ისლანდია, საფრანგეთი და უნგრეთი, თუმცა 2010 წლიდან მათ შეუერთდა მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის, გერმანია და ნიდერლანდები.

კოკა კვირკველია