თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ "ფაიზერის" დოზებს ვადა წლის ბოლომდე აქვს, "სინოფარმს" და "სინოვაკს" კი 2023-2024 წლამდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებულ "ფაიზერის" დოზებს ვადა წლის ბოლომდე აქვს, "სინოფარმს" და "სინოვაკს" კი 2023-2024 წლამდე. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, მაშ შემდეგ, რაც წლის ბოლოს "ფაიზერის" გარკვეულ დოზებს ვადა გაუვა, ქვეყანაში დამატებითი დოზები შემოვა.

"ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება. ექიმების აქტიური ტრენინგი მიმდინარეობს, რომ მაღალი რისკის მქონე პირებს აცრა შესთავაზონ. დღეისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საწყობში 3 სახეობის ვაქცინაა. "ფაიზერს" წლის ბოლომდე აქვს ვადა, დამატებით მოწოდებაც დაგეგმილია, როდესაც ამ ვაქცინას ვადა გაუვა. ასევე არის "სინოვაკის " და "სინოფარმის" ვაქცინა, რომელსაც ვადა 2023-2024 წლამდე აქვს. ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება. "ბუსტერ დოზა"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვაქცინის მესამე და მეოთხე დოზა იცავს პირს "ომიკრონის" შტამისგან", - აღნიშნავს გაბუნია.