მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგის მატების ფონზე გაიზარდა.

ლონდონის ICE-ის ბირჟაზე დღეს დილით ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,16%-ით გაიზარდა და ბარელზე 58 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა 0,34%-ით მოიმატა და ბარელზე 48,34 დოლარი შეადგინა.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ანგარიშის თანახმად, 6 მარტს აშშ-ში ნავთობის კომერციულმა მარაგმა 439,4 მილიონი ბარელი შეადგინა.