"ზოდის" ქართული ქვები ვერონას ბუნებრივი ქვების საერთაშორისო გამოფენაზე

საქართველოში მოპოვებული და წარმოებული ბუნებრივი ქვები იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ ქვების საერთაშორისო გამოფენა Marmomac 2022 წარსდგა.

Marmomac გამოფენა ბუნებრივი ქვების ინდუსტრიაში წამყვანი ღონისძიებაა, რომელზეც მსოფლიოს 47 ქვეყნიდან წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი ქვების ექსპოზიცია ხდება. ქართული ქვები ვერონას გამოფენაზე წელს პირველად "ზოდის" და Colliers Georgia Mining & Minerals თანამშრომლობით გავიდა.

“გამოფენა-გაყიდვაზე წარვადგინეთ ქართული მოსაპირკეთებელი ქვები - კირქვა, გრანიტი და ბაზალტი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელმა კირქვამ, რომლის ხარისხი და ვიზუალი მიმზიდველია ქვის დამუშავების სფეროში მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისთვის. რამდენიმე თვეა რაც "ზოდის" და Colliers MMS-ის ძალისხმევით ქართული კირქვის ექსპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია როგორც საექსპორტო ბაზრების გაფართოვება, ასევე წარმოების ხარისხის მუდმივი დახვეწა და მისი საუკეთესო სტანდარტებთან გათანაბრება, რასაც "ზოდი" საკუთარი წარმოების ყველა ფაზაში უზრუნველყოფს. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა და გავაფართოვოთ წარმოების მასშტაბიც” - განაცხადა "ზოდის" დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ.

"ზოდისა" და Colliers MMS პარტნიორობა ქართული ქვების საექსპორტო მიმართულებით რამდენიმე თვეა დაიწყო. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება იტალიის, ისრაელისა და გალფის ქვეყნების ბაზარზე. “გამოფენაზე ქვების წარდგენის გარდა დავასრულეთ რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკება ამერიკის, ბელგიის, იტალიისა და ჩინეთის მწარმოებლებთან. უახლოეს პერიოდში პოტენციურ საექსპორტო ქვეყნებად განიხილება ასევე ავსტრალია და სინგაპური. იმედი გვაქვს "ზოდის" წარმოებული ქართული პროდუქცია წარმატებით დაიმკვიდრებს ადგილს ასეთ მაღალკონკურენტულ საერთაშორისო ბაზრებზე” - მაია ზავრაშვილი, Colliers Georgia Mining & Minerals მმართველი პარტნიორი.

(R)