პუტინმა უკრაინის საზღვარზე ბირთვული სამხედრო მატარებლის მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვარზე ბირთვული იარაღის მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა. გაფრთხილება ამის შესახებ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკვე მიიღეს.

პუტინის მინიშნებები, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გამძაფრდა, როდესაც გაირკვა, რომ საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც პოლონელი თავდაცვის ანალიტიკოსი, კონრად მუზიკა აცხადებს, მატარებელი, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს, დაკავშირებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, შენარჩუნებაზე, ტრანსპორტირებაზე და ერთეულებზე გაცემაზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი.

methode-times-prod-web-bin-c8862acc-432d-11ed-8885-043c27446b97-1664890261.jpg

წყარო: thetimes

ეკა დარჩიაშვილი