გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 48 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 18, აჭარაში - 11, შიდა ქართლში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში კი, 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.