პარიზის მეტრო ქაღალდის ბილეთებს აუქმებს

პარიზის მეტროში ქაღალდის ერთჯერად ბილეთებს აღარ გამოიყენებენ, რაც 120 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა.The Guardian-ის ცნობით, მიეტროპოლიტენი მგზავრობის თანამედროვე სისტემაზე გადადის.

ქალაქის ილ-დე-ფრანსის რეგიონის მეტროპოლიტენის ოპერატორი ქაღალდის ბილეთების გაუქმებას კიდევ უფრო ადრე აპირებდა, თუმცა ბოლო წლების ეკონომიკური სირთულეების გამო ცვლილებები გადაიდო.

პირველად პარიზის მეტროში ბილეთი 1900 წლის ივლისში, პირველი ხაზის გაშვების დროს გამოიყენეს, რაც მაშინ 25 სანტიმი ღირდა. ამჟამად ერთი ბილეთის ფასი 1,9 ევროა. პარიზის მეტროპოლიტენის ბილეთები, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა და მე-20 საუკუნის ბევრ ფილმშიც მოხვდა.

„1900 წლიდან მეტროს ბილეთი ჯიბეებში, ჩანთებსა და წიგნების ფურცლებს შორის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს. ეს არის პარიზული ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტი. მართალია, ბილეთის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მეტად მოკლე, დაახლოებით, ერთი საათია, მაგრამ ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ მას... ახლა კი ის გაქრება,“ - წერს პარიზის მეტროს ბილეთის ისტორიაზე გამოცემული წიგნის ავტორი, გრეგუარ ტონა.

ბილეთის გაუქმება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო გადახდის თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა 2025 წელს დასრულდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ