როგორ იცვლება სამინისტროებში დასაქმებულთა მაჩვენებელი და შრომის ანაზღაურება - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წელს საბიუჯეტო ორგანოებში სახელფასო ფონდი იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 2 212 258 600 ლარი დაიხარჯება, რაც 2022 წლის გეგმასთან შედარებით, 377 844 600 ლარით მეტია (2022 წლის გეგმა 1 834 414 000 ლარი).

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება არ იგეგმება, ან პირიქით მცირდება, თუმცა, მომავალ წელს შრომის ანაზღაურების ზრდაა პროგნოზირებული. აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელების ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით უნდა გაიზარდოს.

სამინისტროები, სადაც შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება ან მცირდება, შემდეგია:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 46 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 1 430 000 ლარის ნაცვლად 1 800 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 5 168 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 59 004 800 ლარის ნაცვლად, 64 900 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა 524 კაციდან 563 ადამიანამდე იზრდება, შრომის ანაზღაურებაზე კი 14 626 900 ლარის ნაცვლად, 17 967 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 318 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 11 605 000 ლარის ნაცვლად, 12 730 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 5 091 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 96 191 400 ლარის ნაცვლად, 111 460 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის გეგმასთან შედარებით 2023 წელს მცირდება - 2 884 ადამიანიდან 2 808 ადამიანამდე. შრომის ანაზღაურებაზე კი 49 669 400 ლარის ნაცვლად, 58 110 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 784 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 12 062 600 ლარის ნაცვლად, 13 869 900 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 40,646.0 ადამიანი იქნება უწყებაში, შრომის ანაზღაურებაზე კი 476 768 400 ლარის ნაცვლად, 605 025 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 30 500 ადამიანი იქნება უწყებაში, შრომის ანაზღაურებაზე კი 583 026 000 ლარის ნაცვლად, 729 026 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა 3 657 კაციდან 3 697 ადამიანამდე იზრდება, შრომის ანაზღაურებაზე გამოყილი თანხა კი 56 502 400 ლარის ნაცვლად, 62 598 000 ლარამდე იზრდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 1 520 ადამიანი იქნება უწყებაში, შრომის ანაზღაურებაზე კი 28 012 900 ლარის ნაცვლად, 31 499 800 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 6 901 ადამიანი იქნება უწყებაში, შრომის ანაზღაურებაზე კი 72 987 800 ლარის ნაცვლად, 79 904 000 ლარია გამოყოფილი.

ცნობისათვის, ეს არის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

თაია არდოტელი