რა ქონებას ფლობს ვიქტორ წილოსანი

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, უფროსი ვიქტორ წილოსანი 1979 წელს ბათუმში დაიბადა ჰყავს მეუღლე მარიამ ლომთაძე და ორი ვაჟი. წილოსანი საზოგადოებას განსაკუთრებულად მეტროში არსებული რიგების რეგულირების ავტორობით დაამახსოვრდა.

თანამდებობის პირს დეკლარაცია 2022 წლის იანვარში აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით წილოსანმა 2020 წელს მცხეთაში, სოფელ კოტორაანთკარში 1500 კვ.მ აგარაკი 80 000 აშშ დოლარად შეიძინა. წილოსანი ფლობს თბილისში დები იშხნელების ქუჩაზე 120 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2001 წელს აქვს შეძენილი 15 000 აშშ დოლარად.

აგარაკის მსგავსად, 2021 წელსვე ლიზინგით შეიძინა მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა კოროლა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ვიქტორ წილოსანის თი-ბი-სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 10 184,47 ლარი ირიცხებოდა. სახელფასო სარგოს სახით კი, 2021 წელს მიღებული აქვს 61 264 ლარი, ანუ თვიურად 5 105 ლარი. მის მეუღლეს კი, რომელიც შემოსავლების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს, 2021 წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 27 900 ლარი.

ვიქტორ წილოსანს 2020 წელს 188 370 ლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული, საიდანაც წლიური გასავალი 33 229 ლარია. ავტომობილის ლიზინგისთვის აღებული აქვს, 16 830 აშშ დოლარი 2021 წლის განმავლობაში კი სესხის მომსახურებისთვის 2 700 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა 2019 წელს 170 000 ათასი ევროს სესხი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გასცა, საიდანაც გასულ წელს შემოსავლის სახით 30 000 ევრო მიიღო.

თამარ მუკბანიანი