უფასო ავიაბილეთები ჰონგ-კონგში ჩასულ ტურისტებს - ქალაქი კოვიდით დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებას ცდილობს

კოვიდით დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებას, ჰონგკონგი 500 000 უფასო ბილეთის გაცემით ცდილობს. საუბარია 2 მილიარდი ჰონგკონგის დოლარის ღირებულების ბილეთებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკანასკნელი კოვიდ რეგულაციები რამდენიმე კვირის წინ გაუქმდა, ავიაკომპანიები იბრძვიან, რომ ფრენების განრიგი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს.

"როგორც კი მთავრობა გამოაცხადებს, რომ მოხსნის Covid-19-ის ყველა შეზღუდვას შემომავალი მოგზაურებისთვის, ჩვენ გამოვაქვეყნებთ სარეკლამო კამპანიებს უფასო ავიაბილეთებისთვის", - განაცხადა Virgin Atlantic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეინ ჩენგმა.

მან დასძინა, რომ უფასო ბილეთები, რომლებიც პანდემიის დროს ჰონგ-კონგის ავიახაზების მხარდასაჭერად იყიდეს, მომავალ წელს დაურიგდება შემომავალ და გამავალ მოგზაურებს.

ბოლო დრომდე ჰონგ -კონგს ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი წესები, რადგან ის ჩინეთის ნულოვან კოვიდ -პოლიტიკას მიჰყვებოდა.

”ჰონg-კონგის კოვიდამდელი სტატუსი წარმოადგენს ბაზრის სრულად აღდგენის პოტენციალს,” - განუცხადა მან BBC-ს.

ცნობისთვის, 2022 წელს, ჰონგკონგს 184 000 ვიზიტორი ჰყავდა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ვარდნას გულისხმობს. მაგალითისთვის, 2019 წელს ქალაქს მთლიანობაში 56 მილიონი ადამიანი ეწვია.

წყარო: bbc.com

ეკა დარჩიაშვილი