"საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან ვაჭრობაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან"

საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან ვაჭრობაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, 2006 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს ექსპორტი რუსეთში იყო - 0. „საქართველო ვერ ვაჭრობდა რუსეთში, საქართველოდან არაფერი გადიოდა და საქართველო ვერაფერს იღებდა რუსეთიდან“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავზარდეთ ექსპორტი რუსეთში, ფაქტობრივად ან პლუსში ვართ ან დავაბალანსეთ რუსეთში ექსპორტი და იმპორტი.

ოპონენტები ცდილობენ არასწორი წარმოდგენების შექმნას. საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან ვაჭრობაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან ვაჭრობა. 13 პროცენტია ექსპორტი რუსეთის, მაშინ როდესაც 25%-მდე ევროკავშირთან“,- განაცხადა დავითაშვილმა.