1 დოლარის ოფიციალური ფასი 2.19 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი პუნქტი დაადგინა.

დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა. ხვალიდან, 13 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1908 ლარად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ 11 მარტს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა 2.1850 ლარი იყო. ერთ დღეში კურსის ცვალებადობამ 0.0058 ლარი შეადგინა.