ქართული ვაშლის ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა - როგორია ფასი

ახალ სეზონზე საქართველოს საკმაოდ დიდი ოდენობით ვაშლის მოსავალს ელოდება, თუმცა საექსპორტო სეზონი ცუდად იწყება. EastFruit-ის ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ყველაზე დიდი საგარეო ვაჭრობის მოძრაობა ჩვეულებრივ იანვარში იწყება.

ქართული ვაშლის ექსპორტი სექტემბერში იწყება. წელს ქვეყნიდან ექსპორტზე სულ 320 ტონა ვაშლი გავიდა, რაც წინა ორი წლის ამ პერიოდის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება. მაგალითად შარშან, სექტემბერში სამჯერ მეტი ვაშლი გავიდა ექსპორტზე.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად არ შეცვლილა ფასები, როგორც შარშან, ერთი კილოგრამის ფასი 0,60 დოლარია. თუმცა, დოლარის დევალვაციამ ლართან მიმართებაში საექსპორტო ფასების 9%-მდე შემცირება გამოიწვია. 10%-იანმა ინფლაციამ საქართველოში კიდევ უფრო შეამცირა ვაშლის ექსპორტით მიღებული შემოსავლის მსყიდველობთუნარიანობა.

ექსპორტის დაბალი მოცულობა ძირითადად განპირობებულია მიმდინარე პერიოდში დაბალი მოთხოვნით. ქართული მოსავალი და შესაბამისად ბაზარზე მიწოდება პიკს ოქტომბრის ბოლოს მიაღწევს. ზოგიერთი მყიდველი და ექსპორტიორი შეჩერებულია. ამასთან, ფერმერები შეეცდებიან, მაღალი ხარისხის ვაშლი მაღალი მიწოდების პერიოდში არ გაყიდონ. როგორც ამბობენ, შენახვის საკითხები ამ სეზონში შემსუბუქდა, მიზეზად მეტი საცავის სივრცის გახსნა სახელდება.

ეკა დარჩიაშვილი