„პალიტრა L“ სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად აქციას იწყებს - გადაიხადე რამდენიც გინდა და შეიძინე წიგნი

„გადაიხადე რამდენიც გინდა, ასე დაუფინანსებ სწავლას სტუდენტს“ - „პალიტრა L-ი“ ტრადიციულ აქციას იწყებს, რომელიც ქალთა ჩაგვრის თემატიკის წინ წამოწევასა და ქველმოქმედებას ემსახურება. შეთავაზების ფარგლებში მკითხველები ერთ კონკრეტულ წიგნში სასურველი ოდენობით თანხას იხდიან, რომელიც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

ოქტომბრის აქციის წიგნი „სუადი ცოცხლად დამწვარია“, რომელიც პაკისტანელი ქალის - სუადის უმძიმეს ისტორიას მოგვითხრობს. მკითხველს შეთავაზებით სარგებლობა 7 ოქტომბრიდან ტირაჟის ამოწურვამდე შეეძლება. თუ წიგნში 5 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, მისი 10% საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, ხოლო 5 ლარი და მეტის გადახდის შემთხვევაში, თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში, რომელიც მოხმარდება ერთი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას. აქციით სარგებლობა „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ.

როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მიღებული შემოსავლით სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

„გამომცემლობა ყოველთვის გრძნობდა თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიიჩნევს, რომ განათლება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გვსურს, მომავალ თაობას შანსი მივცეთ და ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტეს გამომცემლობაში. როგორც ირანში, ისე პალესტინაში ჯერ კიდევ გამოიყენება ქალების დასჯის უმძიმესი ფორმები. მათი ყოფა სრულად მამაკაცებზეა მორგებული და ისინი ფაქტობრივად, უუფლებო არსებები არიან, რომელთა სიცოცხლესაც არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება.

იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ, რა მდგომარეობაში უწევთ ქალებს ირანსა თუ პაკისტანში ცხოვრება და რის წინააღმდეგ იბრძვიან დღეს ისინი, სწორედ სუადის ისტორია უნდა წავიკითხოთ.

„პალიტრა L“ კი საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ მნიშვნელოვან ლიტერატურას და პარალელურად ჩავერთოთ ქველმოქმედებაში.

(R)