Non Fungible Fest 2022-მა NFT  საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეტავერსში გააერთიანა

საქართველოში პირველი მეტავერს ღონისძიებების სააგენტო - Arrival-მა წარმატებული Fuckup Nights Tbilisi ღონისძიების შემდეგ, Web3 ექსპერტები და კრიპტო სამყაროს ენთუზიასტები კვლავ მეტავერსში გააერთიანა NFT ფესტივალზე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 7-მა ქართველმა და საერთაშორისო სპიკერებმა ამ თემის ირგვლივ საკუთარი გამოცდილება გააზიარეს, პარალელურად კი დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტავერს სივრცეში მოწყობილი ვირტუალური გალერეის დათვალიერების, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ტოპ არტისტების NFT პროექტები.

სპიკერებს შორის იყვნენ ლაშა ანთაძე - NFT დატა პლატფორმის, Rarify-ის თანადამფუძნებელი, Shavhekha Santhira - მალაიზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი NFT ქომუნითის დამფუძნებელი, Olumide - NFT მრჩეველი და სხვა.

Non Fungible Fest 2022 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს, ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა NFT მარკეტინგული სააგენტოს - No Rug Agency-ის მხარდაჭერით, ხოლო მეტავერს პარტნიორი იყო მეტავიუ (MetaViu).