აბჯარი - კომპრესიული სამოსი მათთვის, ვინც სპორტულ ცხოვრებას მისდევს

აბჯარი - ასე ეწოდება ქართულ, კომპრესიული სამოსის ბრენდს, რომელიც ქართულ ბაზარს ერთი წლის წინ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეუერთდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის ნაწარმი მნიშვნელოვნად გამოირჩევა მისივე თვისებებით. კერძოდ, აბჯარის სამოსი სპორტულ ცხოვრებას ბევრად უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის სათავეში ძიუდოისტი, ვალერიან დათუკიშვილი დგას, რომელსაც აბჯარის შესახებ დეტალურად გავესაუბრეთ:

- როდის დაიწყეთ საქმიანობა და საიდან დაგებადათ ეს იდეა?

იდეა დაიბადა 2019 წელს, თუმცა პანდემიამ იდეის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოვახერხეთ სატესტო ზედის შექმნა, საბოლოო ვარიანტამდე ჩამოყალიბება და შემდგომ 2021 წლის ზაფხულში, "აბჯარი" კომპანიად დავარეგისტრირეთ. იდეა მოდის ჩემი ცხოვრებიდან, ბავშვობიდან ვარ დაკავებული ძიუდოთი, საკმაოდ წარმატებული ვიყავი ჩემს სპორტულ კარიერაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მომიწია ამ სპორტისთვის თავის დანებება. მსგავსი პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეს კარგი აღჭურვილობა იმისთვის, რომ კომფორტულად ივარჯიშო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი თავი ამ სფეროში გამომეცადა, რასაც საკმაოდ კარგად ვართმევ თავს.

- რა პროდუქტს ამზადებთ - გვიამბეთ მის თვისებებსა და გამოყენების დადებით მხარეებზე..

აბჯარის ძირითადი მიმართულება კომპრესიული ტანსაცმელია, ე.წ. რაშგარდი საბრძოლო ხელოვნებისთვის, თუმცა, ვაფართოებთ ჩვენს ასორტიმენტს და მალე ბაზარზე გამოჩნდება სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტი. ქართულ წარმოებაში, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიაში, ჩვენი პროდუქტი უკონკურენტოა. ჯერჯერობით თავს შევიკავებ ახალ კოლექციაზე საუბრისგან, მაგრამ მალე თავად დავაანონსებთ ყველაფერს ჩვენს სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება იმ პროდუქციას რასაც ვაწარმოებთ, ამჟამად გვაქვს 3 ერთეული: კომპრესიული გრძელი და მოკლემკლავიანი ზედა და შორტი. ყველა ნაჭერი პრემიუმ ხარისხისაა. გრძელი და მოკლემკლავიანი ზედა განსხვავდება ერთმანეთისგან. მოკლემკლავიანი ბევრად კომპრესიულია და თამამად შემიძლია ვთქვა, ის 100% უხდება საბრძოლო ხელოვნების სპორტს, ნაჭერიც ბევრად თხელია, რაც ხელს უწყობს სწრაფად შრობას, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ზედის შემთხვევაში გვაქვს გამოყენებული სწრაფად შრობადი და ანტიბაქტერიული ნაჭერი.

გრძელმკლავიანი ზედის ფუნქცია კი სულ ოდნავ განსხვავდება. დიზაინიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ეს ზედა განეკუთვნება არამხოლოდ საბრძოლო ხელოვნებას, არამედ ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობასაც. მას გააჩნია სპეციალური ბადეები, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის ე.წ. ცირკულირებას და სხეულის გაგრილებას. ის ოდნავ სქელი ნაჭრისგანაა დამზადებული და დიზაინითაც ნაკლები კომპრესია გვაქვს მინიჭებული მისთვის. თუმცა, ბევრი რამ ადამიანის აღნაგობაზეა დამოკიდებული და ვერ ვიტყვით, რომ ყველას ერთნაირად მოერგება.

- რას ნიშნავს კომპრესიული სამოსი?

კომპრესიული სამოსი არის სპორტსმენებისთვის განკუთვნილი, წელვადი ნაჭრისგან შექმნილი ეკიპირება. ასეთი ნაჭერი კარგად "იჭერს" კუნთს, რის საფუძველზეც სპორტსმენს მარტივად შეუძლია ნებისმიერი ილეთის შესრულება, ზრდის კომფორტს ვარჯიშის დროს და ხელს უწყობს ნაკლები რძემჟავის გამოყოფას, რაც თავის მხრივ, სპორტსმენს უფრო პროდუქტიულს ხდის.

310722394-1523291128111059-7253746714190365881-n-1665136908.jpg

- როგორი მდგომარეობაა ამ პროდუქტის მიმართულებით ბაზარზე? გყავთ კონკურენტები?

საქართველოს ბაზარზე ქართული წარმოების მსგავსი ანალოგი არ არსებობს, თუმცა კონკურენტებად შეგვიძლია განვიხილოთ უცხოური დიდი ბრენდები, როგორიცაა: ნაიკი, მიზუნო, ადიდასი და სხვა. მიზნად ვისახავთ მსგავს მასშტაბებზე გასვლას. ხარისხით ნამდვილად არ ჩამოვრჩებით.

- რა ეტაპზეა ახლა აბჯარი? მხოლოდ საქართველოში ყიდით თქვენს ნაწარმს თუ საზღვარგარეთაც?

- აბჯარი ნელ-ნელა ვითარდება, თავს აცნობს ქართულ ბაზარს და ზრდის თავის კოლექციას, მალე დაგვემატება ახალი პროდუქტები და მომხმარებელს ფართო არჩევანი ექნება. ისინი შეძლებენ სრული ეკიპირება ერთ სივრცეში შეიძინონ. პროდუქცია იყიდება როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ. ზრდის ნელი ტემპის მიუხედავად, რაც მოსალოდნელი იყო ახალი და უცხო ბრენდისთვის, აბჯარს უკვე გააჩნია ერთგული მომხმარებელი, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს ზრდისთვის.

- ვინ არის აბჯარის სამიზნე სეგმენტი?

აბჯარის სამიზნე სეგმენტი არის ნებისმიერი, ვისთვისაც სპორტი მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს პროფესიონალური სპორტსმენი, მოყვარული, ფიტნესის მოყვარული. ნებისმიერი პირი, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. სპორტსმენების გარდა ჩვენს სეგმენტში სხვა კატეგორიებიც შედის, მაგალითად მოლაშქრეები, აბჯარის ნაჭრის თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენი პროდუქცია ნებისმიერ ლაშქრობაში გამოადგებათ, როგორც უკვე აღვნიშნე, ის მარტივი მოსავლელია, სწრაფად შრება და კომფორტულია ხმარებაში.

- გვიამბეთ თქვენი და საქართველოს ბანკის ურთიერთობაზე - საიდან და როგორ დაიწყო და როგორ დაგეხმარათ ის თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

- ჩვენი საქართველოს ბანკთან ურთიერთობა დაიწყო 2021 წელს, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებელი ვარ ბევრი წლის განმავლობაში. საქართველოს ბანკმა თავისი წილი შეიტანა ბრენდის დაარსებაში. თანხის გარკვეული ნაწილი არ გვყოფნიდა, მისი დახმარებით კი მარტივად და სწრაფად მოვახერხეთ პრობლემის მოგვარება. საქართველოს ბანკმა შემოგვთავაზა სტარტაპისთვის ყველაზე ოპტიმალური დაფინანსების პირობები, გაგვიზიარა ბევრი სასარგებლო პროექტი, ვისარგებლეთ სპეციალური შემოთავაზებით კიკალას სტუდიოში ფოტოსესიის ჩასატარებლად, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის. ის მუდმივად მხარს გვიჭერს ბრენდის ცნობადობის გაზრდაში. საქართველოს ბანკი ნამდვილად მოტივირებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესს წამოწყებებში.

(R)