„გაყიდვები გაზრდილია 40%-ით“ -  „რითეილ გრუპ ჯორჯია“

„შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია 40%-ით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა პოსტპანდემიურ აღდგენას და ტურიზმის ზრდას უკავშირდება.

„შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია დაახლოებით 40%-ით. ამას ვუკავშირებთ პოსტ პანდემიურ აღდგენას და ამასთანავე, ტურიზმის ძალიან დიდ ზრდას“,- განაცხადა მაღალაშვილმა.

ამასთან, როგორც "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა დააანონსა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და მომავალი წლის მარტში, საქართველოში ახალი ბრენდი გამოჩნდება. მისი თქმით, საუბარია Lefties-ზე, „პარფუასა“ და Sunglass Hut-ზე, რომლებიც რამდენიმე მოლში განთავსდება.

უფრო კონკრეტულად, რეზო მაღალაშვილის თქმით, Lefties-ს ორი მაღაზია მარტში გლდანის და საბურთალოს „სით მოლებში“ გაიხსნება, „პარფუა“ 14 ოქტომბერს „თბილისი მოლში“, ხოლო Sunglass Hut საბურთალოს „სითი მოლში“.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერსვე იგეგმება „იპეკიოლის“ მეორე მაღაზიის გახსნაც.

ნინი ქეთელაური