დღეს "თიბისის" არცერთი ფილიალი იმუშავებს

8 ოქტომბერს, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საქართველოს მასშტაბით „თიბისის“ არცერთი ფილიალი არ იმუშავებს.

„თიბისის“ ინფორმაციით, ღონისძიებები „თიბისის“ 30 წლის იუბილეს უკავშირდება.

მათივე ცნობით, შეზღუდულად იმუშავებს კონტაქტ ცენტრიც. მომსახურებას სრულფასოვნად მიიღებთ ჩვენს ციფრულ არხებში და დისტანციურად.

„წინასწარ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და მადლობა, რომ უკვე 30 წელია ჩვენთან ერთად ქმნით თიბისის ისტორიას,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.