ბელარუსი რუსეთში ქათმის, კვერცხისა და რძის პროდუქტების ექსპორტს კრძალავს

ბელარუსის ხელისუფლებამ რუსეთში ქათმის, კვერცხისა და რძის პროდუქტების ექსპორტი აკრძალა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შიდა ბაზრის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მომარაგებას.

რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ ბელარუსის მიერ სუფრის კვერცხის ბაზრის დატოვების შემდეგ, რუსული კომპანიები შეძლებენ შეცვალონ ეს პროდუქტი. თუ კვერცხი გაძვირდება, ეს საშუალებას მისცემს რუსულ კომპანიებს უკან დაიბრუნონ ის ზარალი, რომელსაც ბაზარზე მიწოდების ზრდისა და მაღალი კონკურენციის გამო იღებენ.

ცნობისთვის, ბელარუსიდან რუსეთში წლიურად 120-140 ათასი ტონა ფრინველის ხორცი გადის. 2022 წლის ბოლომდე ეს რიცხვი შესაძლოა, 30 ათას ტონამდე შემცირდეს.

ეკა დარჩიაშვილი