სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული კრედიტიდან 5 მილიარდ დოლარს უკრაინა დღეს მიიღებს

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით დღეს მიიღებს.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განუცხადა. მისი თქმით, 2,8 მილიარდი დოლარი ბიუჯეტის მხარდასაჭერად გადანაწილდება, 2,2 მილიარდი კი უკრაინის ეროვნულ ბანკში ოქროთი უზრუნველყოფილი რეზერვების შესავსებად.

11 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის ეკონომიკის დასაკრედიტებლად 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის 4-წლიანი კრედიტი დაამტკიცა.