კიევში მატარებლების მოძრაობა მეტროპოლიტენის ყველა ხაზზე შეჩერებულია

კიევში, დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის დაწყების შემდეგ, მეტროპოლიტენის ყველა ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს

მათივე ცნობით, დედაქალაქის მეტროსადგურები თავშესაფრებად ფუნქციონირებს.

„მოგიწოდებთ, არ უგულებელყოთ საჰაერო განგაშის სიგნალები. მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება“, - აღნიშნულია საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებაში.