მსოფლიო ბაზარზე ოქრო იაფდება

ამერიკის შრომის ბაზარზე უმუშევრობის შემცირების შესახებ ინფორმაციის ფონზე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ძვირფასი მეტალების ფასი კლებას განაგრძობს, აღნიშნული კი შესაძლოა, გახდეს არგუმენტი ამერიკის ფედერეზერვისთვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით.

ნიუ-იორკის საფონო ბირჟაზე NYMEX პარასკევს საღამოს უნცია ოქროს ფასი 0,62%-ით შემცირდა და 1710 დოლარი შეადგინა. ვერცხლის ფასი კი 1,65%-ით გაუფასურდა და 10,32 დოლარი შეადგინა უნციაზე. 2240,5 დოლარამდე 1,5%-ით შემცირდა პალადიუმის ფასიც, ხოლო პლატინის ფასი 0,33%-ით გაძვირდა 924,8 დოლარამდე უნციაზე.

როგორც ცნობილია, ამერიკის შრომის სამინისტროს ცნობით, აშშ-ში სექტემებრში 263 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სექტემბერში უმუშევრობის დონე აგვისტოს 3,7%-დან 3,5%-მდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელობა გახდა. ისინი ბაზარზე ცვლილებას არ მოელოდნენ.