ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელმა მკვლევარებმა მიიღეს

ნობელის პრემია ეკონომიკაში ამერიკელმა ბენ ბერნანკემ, დუგლას დაიმონდმა და ფილიპ დიბვიგმა მიიღეს. ჯილდო მათ ბანკებისა და ფინანსების კვლევისთვის დაიმსახურეს.

„მნიშვნელოვანი დასკვნა ამ კვლევიდან არის ის, თუ რატომ უნდა გავურბოდეთ ცხოვრებაში ბანკების კრახს“, - განაცხადა პრემიის კომიტეტმა.

დეიმონდისა და დიბვიგას კვლევის თანახმად, ბანკების ჩამოშლის საშიში დინამიკის შეჩერება შესაძლებელია თუ ხელისუფლება დეპოზოტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორად გამოვა.

ნობელის პრემიის წლევანდელი მოცულობა 10 მლნ შვედური კრონი (დაახლოებით 0,9 მლნ დოლარი) იყო. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციისამებრ, მისი დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს - 10 დეკემბერს, ოსლოში გაიმართება.

ეკა დარჩიაშვილი