„წითელი ჯვარი“ უკრაინაში მუშაობას აჩერებს

“წითელმა ჯვარი“, უსაფრთხოების მიზეზების გამო, უკრაინაში ოპერაციებს აჩერებს. ამის შესახებ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრესსპიკერმა განაცხადა.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში დახმარების ოპერაციები მანამდე შეაჩერეს, სანამ მისი განახლება უსაფრთხო გახდება.

შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 60 კი - დაშავდა.