საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის თითქმის ნახევარი რუსულია

შოკოლადის იმპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველომ 36,191 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში -28,451 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში - 23,535 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლის იგივე პერიოდში - 27,434 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული შოკოლადის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს უკრაინა იკავებს.

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც წელს საქართველომ პროდუქტი შეიძინა:

  • რუსეთი - 16,078 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 7,025 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 4,382 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 2,429 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 1,140 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 913.1 ათასი აშშ დოლარი
  • სომხეთი - 664.2 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 622.4 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 619.8 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 490.1 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური