„წითელი ჯვარი“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინაში მუშაობის შეჩერების შესახებ და აცხადებს, რომ გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს

საერთაშორისო ორგანიზაციას „წითელ ჯვარი“ არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე და მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში.

ამის შესახებ უკრაინის „წითელი ჯვრის“ საზოგადოების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Facebook-ზე ვრცელდება.

„ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, თითქოს წითელი ჯვარი საქმიანობას აჩერებს უკრაინის ტერიტორიაზე, გაცნობებთ, რომ უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით და ეხმარება დაზარალებულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის მოძრაობის პარტნიორები ასევე განაგრძობენ მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარონ მეტ ადამიანს.

ორგანიზაცია ასევე იტყობინება, რომ მოხალისეები სწრაფი რეაგირების რაზმიდან მუშაობდნენ კიევში სარაკეტო თავდასხმის ადგილზე, რომლებიც პირველად, მათ შორის, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ მოსახლეობას; ასევე ევაკუაციაში ეხმარებიან მაშველებს დილის დაბომბვის შედეგად მოსახლეობის ევაკუაციაში.

მათივე ცნობით, სხვა რაიონებში, რომლებიც ასევე დაზარალდნენ მასობრივი სარაკეტო თავდასხმებით, უკრაინის წითელი ჯვრის მოხალისეები გაემართნენ დარტყმის ადგილებში დახმარების გასაწევად.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „წითელმა ჯვარი“, უსაფრთხოების მიზეზების გამო, უკრაინაში ოპერაციებს აჩერებს.