ქვემო ქართლის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ქვემო ქართლის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონში მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას ხე-ტყის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობის, უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულისა და სიონის ტყის ფონდის ტერიტორიაზე მუხის, რცხილისა და წიფლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ გაიჩეხა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.