რუსებმა ლვოვში ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ლვოვის ოლქს დაარტყეს, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი იუწყება.

"წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას", - წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოგვიანებით, კოზიცკიმ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია ლვოვის ოლქის ორ ენერგეტიკულ ობიექტზე მომხდარი სამი აფეთქების შესახებ.