სტამბა „კოლორ ჯგუფმა“ საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია „ტავ ავსტრიისგან“ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების სერტიფიკატი მოიპოვა

„კოლორ ჯგუფი“ მომხმარებლებს პოლიეთილენის ნაცვლად, მსოფლიოში აპრობირებულ, ეკოლოგიურ მასალას სთავაზობს.

როგორც „კოლორ ჯგუფში“ აცხადებენ, სერტიფიკატი კომპანიას ბიოდეგრადირებადი შეფუთვების მიმართულების გაძლიერებაში დაეხმარება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სერტიფიკატის მიღება, რათა მომხმარებელს ყველა ის პროდუქცია შევთავაზოთ, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენი მიზანია, შეფუთვების მიმართულებით ყველა მოთხოვნადი პროდუქტის მაღალი ხარისხით დამზადება. ვცდილობთ, საერთაშორისო ბაზრისთვის ყველა სტანდარტი დავაკმაყოფილოთ, მათ შორის, არის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაც. კომპანიას დამატებით ეძლევა შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს ადგილზე შესთავაზოს სერთიფიცირებული პროდუქციის დამზადება და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, რადგან იშვიათად არის შემთხვევა, რომ ქართულ კომპანიას ეს სერტიფიკატი ჰქონდეს და ბიოდეგრადირებად პროდუქციას ადგილზე ამზადებდეს,“ - აცხადებენ „კოლორ ჯგუფში“.

310585348-1630199790707274-4763878893722272955-n-1665494310.jpg

ინფორმაციისთვის, “კოლორ ჯგუფი” ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც საქართველოს ბაზარზე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს. კომპანია ემსახურება, როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

წარმოების და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, „კოლორ ჯგუფი“ მომხმარებლებს მომსახურების ფართო სპექტრს ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობს: რბილი და მყარი შეფუთვების, ეტიკეტების, სარეკლამო და კომერციული პროდუქციის, წიგნისა და პრესის, ტექსტილზე ბეჭდვის სერვისს. ამასთანავე, სტრატეგიულ სერვისებზე კომპლექსურ მომსახურებას, როგორიც არის: დიზაინი და ლოჯისტიკა.

„ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ გრძელვადიან ინვესტიციებს და ბაზარს ყოველთვის თვისობრივად ახალ პროდუქციას ვთავაზობთ, რათა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბიზნესებს, განვითარდნენ ან აწარმოონ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები,“ - აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.

(R)