სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა. წლის დასაწყისში IMF ვარაუდობდა, რომ 2023 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდებოდა, შემდეგ საპროგნოზო მაჩვენებელი 3,2%-მდე შეამცირა. თუმცა განახლებული დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9%-ით გაიზარდება. როგორც ჩანს, სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის კვლავ მაღალ დონეზე ზრდას ვარაუდობს.

განსხვავებული სურათია 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზში, კერძოდ, სავალუტო ფონდი მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას ვარაუდობს, მაშინ როცა წინა პროგნოზით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ ყველაფრის მიზეზი კი მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევებია. სწორედ ამ არგუმენტით სავალუტო ფონდმა მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10.3%-ით გაიზარდა.

ნოდარ სირბილაძე