რა თანხა დახარჯა მერიამ წელს მუნიციპალური ტრანსპორტის პარკირების საშვებისთვის

დედაქალაქის მერიამ წელს მუნიციპალური ტრანსპორტისთვის 30 ერთეული ზონალურ-პარკირების საშვი იყიდა. საერთო ჯამში კი, 13 500 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტიდან ,,ბიზნესპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია.

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მუნიციპალური ავტომობილისათვის მიმდინარე წელს შეიძინა 14 ცალი 50-ლარიანი და 16 ცალი 800-ლარიანი ზონალური პარკირების საშვი, დროის მონაკვეთის მიხედვით მათ შორის: 1-ლი ივლისიდან 26 სექტემბრამდე 16 ცალი 800 ლარიანი ზონალური პარკირების საშვი", - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში რადიო „პალიტრასა“ და „პალიტანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ - თუ თანამშრომელი ღირებულია, დამსაქმებელს შეუძლია უყიდოს ზონალურ-საათობრივი პარკირების აბონემენტი. თვეში დაახლოებით 65 ლარი გამოდის. ყველანაირი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ ამას. მერწმუნეთ, თუ მას ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილი იყიდონ, საწვავი ჩაასხან, დაახლოებით 3-4%-ით მოუწევთ ხელფასის ზრდა. ან შეიძლება კონსენსუსი მოიძებნოს და ნახევარი თავად გადაიხადონ, ნახევარი სამსახურმა“.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

თამარ მუკბანიანი