ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებზე „ოქროს პასპორტებისა“ და ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყვიტეს

24 თებერვლის შემდეგ, ზოგიერთმა ქვეყანამ რუსებზე „ოქროს პასპორტებისა“ და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადეს. მათ შორის არის რუსებში საკმაოდ პოპულარული პორტუგალია, ესპანეთი, ბულგარეთი, გრენადა, ანტიგუა და ბარბუდა და ა.შ. „ფორბსმა“ შეადგინა 10 ქვეყნის სია, სადაც მოქალაქეობის მიღება ან ბინადრობის უფლება ინვესტიციის სანაცვლოდ აღარ გაიცემა.

პორტუგალია

ქვეყანამ „ოქროს პასპორტების“ გაცემა 27 თებერვალს შეწყვიტა. მანამდე, 500 000 ევროს უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, პორტუგალია რუსეთის მოქალაქეებს ბინადრობის უფლებას აძლევდა.

საბერძნეთი

საბერძნეთმა „ოქროს პასპორტების“ გაცემა და გაგრძელება 28 თებერვალს შეწყვიტა, ასევე ბინადრობის უფლებაც, რომელსაც მანამდე 250 000 ევროს უძრავი ქონების ინვესტიციის შემთხვევაში იღებდა.

მალტა

3 მარტიდან მალტამ რუსებსა და ბელარუსებზე „ოქროს პასპორტების“ გაცემა შეწყვიტა.

ანტიგუა და ბარბუდა

კუნძულ-სახელმწიფომ მოქალაქეობაზე განაცხადის მიღება რუს, ბელარუს და უკრაინის მოქალაქეებისგან 4 მარტიდან აკრძალა. სტატუსის მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 100 000 დოლარის ჩადება ქვეყნის ეროვნული განვითარების ბანკში.

დომინიკას რესპუბლიკა

5 მარტიდან დომინიკას რესპუბლიკამ მოქალაქეობის შესახებ განაცხადის მიღება რუსებისა და ბელარუსებისგან შეწყვიტა. ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იყო 100 000 დოლარიდან ეკონომიკური დივერსიფიკაციის ფონდში ინვესტიციებისთვის ან სულ მცირე 200 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შესაძენად.

სენტ კიტსი და ნევისი

8 მარტიდან სენტ-კიტსი და ნევისი აღარ იღებს განაცხადებს რუსებისა და ბელორუსებისგან, რომლებსაც სურთ მიიღონ მოქალაქეობა 150 000 დოლარიანი ინვესტიციების სანაცვლოდ.

გრენადა

10 მარტს, გრენადამ შეაჩერა რუსებისა და ბელარუსებისგან განცხადებების მიღება ინვესტიციით მოქალაქეობის მისაღებად. განმცხადებელს მოეთხოვებოდა მინიმუმ 158 000 დოლარიანი ინვესტიცია.

მონტენეგრო

13 მარტიდან მონტენეგროს არ მიუღია განაცხადები რუსებისა და ბელორუსებისგან მოქალაქეობის მისაღებად ინვესტიციით (472 000 ევროდან) შესაბამისობის პროცედურების გავლის შეუძლებლობის გამო. ინვესტორს შეეძლო მიეღო ქვეყნის მოქალაქეობა ორი პირობის შესრულებით: მონტენეგროს სახელმწიფო ფონდში შეუქცევადი შენატანის შეტანით და უძრავ ქონებაში წილის შეძენით.

ესპანეთი

18 მარტს ესპანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ოქროს პასპორტზე“ განაცხადების მიღება შეაჩერა. ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა ემიგრანტებს შეუძლიათ 500 000 ევროდან ინვესტიციებისთვის მიიღონ.

ბულგარეთი

24 მარტს ბულგარეთმა გააუქმა „ოქროს პასპორტების“ სისტემა ყველასთვის, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან, ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იყო. სისტემამ შესაძლებელი გახადა ბინადრობის ნებართვის მიღება 500 000 ევროს სანაცვლოდ და მოქალაქეობა 1 მილიონი ევროს ინვესტიციისთვის.

ასევე იხილეთ:

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება

ეკა დარჩიაშვილი