წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ეს ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო",- აღნიშნავს გია ხარჩილავა.