ილონ მასკმა „დამწვარი თმის“ სუნის სუნამო გამოუშვა

კომპანია Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა გაყიდვაში ჩაუშვა ოდეკოლონი Burnt Hair, რომელიც აღწერა, როგორც „გულისამრევი სურვილების ესენცია“. პარფუმის სახელი თავად ამბობს საკუთარ თავზე, თუ რა სურნელთან გვაქვს საქმე - სუნამოს დამწვარი თმის სუნი ასდის.

სუნამოს შეძენა შესაძელებელია The Boring Company-ს ვებ-გვერდზე და 100 დოლარი ღირს. როგორც მასკის მიერ ადრე გამოშვებულმა უჩვეულო ნივთებმა, ამ სუნამომაც დიდი ინტერესი გამოიწვია. სუნამოს აქვს წითელი ფერის ფლაკონი კრისტალისებრი თავით და მასზე დასახელების გარდა დატანილია ერთადერთი გამოსახულება, რომელიც თითქოს გავს კვამლს. მიუხედავად ამ უბრალო გაფორმებისა და „უჩვეულო“ სურნელისა, მყიდველებმა სუნამოზე უკვე 10,000 შეკვეთა გააკეთეს.

ცნობისთვის, ილონ მასკმა ჯერ კიდევ სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ The Boring Company ამზადებდა არომატს, რომელიც კაცებს ბრბოსგან აუცილებლად გამოარჩევდა. მოგვიანებით კი თქვა, რომ პარფიუმერიის ბიზნესში ჩართვა თითქოს გარდაუვალიც კი იყო, ვინაიდან მისი გვარი Musk ინგლისურად ასევე ნიშნავს მუშკს, რომელიც პარფიუმებში აქტიურად გამოიყენება. „რატომ ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს ამდენ ხანს?“ - დაწერა მასკმა.

კოკა კვირკველია