რა შემოსავალი ჰქონდა გასულ წელს „ბეთლაივს“ , რომელიც ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორის მოხვდა

2021 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა შპს „ბეთლაივიც“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი იყო 2021 წელი „ბეთლაივისთვის “. reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიას მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც.

შარშან კომპანიამ 112,146 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 88,980 მლნ ლარი). „ბეთლაივის “ წმინდა მოგება კი 2021 წელს 28, 775 მლნ ლარი იყო, რაც 11,39 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 17,414 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 18,096 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 8,840 მილიონი ლარი).

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 79,647 მილიონი ლარი (2020 წელს 61,818 მილიონი ლარი)
  • შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 26,113 მილიონი ლარი (2020 წელს კი 23,171 ლარი)
  • შემოსავალი მიწის სლოტ კლუბიდან - 1,650 მილიონი ლარი (2020 წელს - 455,7 ათასი ლარი)
  • შემოსავალი მიწის ტოტალიზატორიდან - 117,9 ათასი ლარი (2020 წელს - 44,3 ათასი ლარი)
  • შემოსავალი მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 4,616 მილიონი ლარი (2020 წელს - 3,489 მილიონი ლარი).

ცნობისთვის, შპს „ბეთლაივის “40%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი ფლობს. 38%-ს სულიკო ვარსემაშვილი, 19%-ს დავით ველიჯანაშვილი, 3%-ს კი, თამაზ ხარაიძე.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 281 ადამიანი შეადგინა.

ნინი ქეთელაური