იანვარ-სექტემბერში იმპორტი საქართველოში 34.4%-ით, ხოლო ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში იმპორტი საქართველოში 34.4%-ით, ხოლო ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13 612.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი).

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი