ლაგარდმა მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს ინფლაციასთან ბრძოლაში აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ევროპული ქვეყნების ცალკეული ცენტრალური ბანკების საკრედიტო პოლიტიკა გააკრიტიკა და მას მაღალ ინფლაციასთან ბრძოლაში კონტრპროდუქტიული უწოდა.

როგორც ცნობილია, ევროპულმა ქვეყნებმა მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში კრიზისის ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირის საფასური კატასტროფულად გაიზარდა, წარმოადგინეს პროგრამები, რომელიც გათვლილი იყო ელ-ენერგიის ხარჯების სუბსიდირებაზე. მიუხედავად ამისა, მათი ეს მიდგომა კრიტიკის საფუძველი გახდა - წერს MarketWatch.

ლაგარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მაღალი ინფლაციის პირობებში და გაიაზრონ მათ მიერ მიღებული გადაწვეტილებების გავლენა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე.

„ცენტრალური ბანკების ხელმძვანელებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ, რათა გაიგონ, თუ როგორი იქნება შიდა მონეტარული პოლტიკის გავლენა სხვებზე, გამომდინარე იქედან, რომ ფინანსური ბაზრები ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარე ისინი გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და სხვა ქვეყნებზე“, - განაცხადა ლაგარდმა საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობისას.

კოკა კვირკველია