„ბიოლის“ ველნეს კოტეჯები 50 წლით - გაყიდვები სავარაუდოდ 1 კვირაში დაიწყება

სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

საუბარია, „ბიოლის“ ტერიტორიაზე მდებარე, ველნეს კოტეჯებზე, რომლის შეძენაც მსურველებს 50 წლის ვადით შეეძლება, რადგან ინფრასტრუქტურა სწორედ ამ პერიოდზეა გათვლილი.

როგორც თამაზ მჭედლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 1 კვირაში უკვე გაყიდვებიც დაიწყება.

მისივე თქმით, პროექტი გულისხმობს ჯამში 25 კოტეჯის მოწყობას, საუბარია,1 და 2 სართულიან კოტეჯებზე, რომლებიც იქნება, 1,2 ან 3-საძინებლიანი.

310320992-1143323053227409-4644790999697745252-n-1-1665647570.jpg

„ჩვენ ვყიდით არა კოტეჯებს როგორც უძრავ ქონებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ეს კოტეჯები არის მათთვის, ვისაც უნდა რომ შევუქმნათ ინდივიდუალური ცხოვრების სტილი - კვებით, ფიზიკური აქტივობებით, ძილის რეგულირებით. კოტეჯების მფლობელები იცხოვრებენ „ბიოლის“ ტერიტორიაზე და მათ ველნეს სპეციალისტები ჩაუტარებენ პროცედურებს სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით,“- აღნიშნა მჭედლიძემ.

რაც შეეხება კოტეჯების ღირებულებას, თამაზ მჭედლიძის განცხადებით, ფასი 900 ათასი დოლარიდან 2.3 მლნ-მდე მერყეობს.

309696650-1143323146560733-1701189494692310795-n-1665647597.jpg

310240632-1143323189894062-7765977179110465290-n-1665647653.jpg

310282373-1143323046560743-7394532969798475894-n-1665647654.jpg

310292649-1143323346560713-1854809898825041703-n-1665647601.jpg

თაია არდოტელი