ბორჯომში, აღმაშენებლის N35-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, აღმაშენებლის N35-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 739 466 ლარით დაფინანსდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.