"ვითიბი ბანკი" "ზოლოტაია კორონას" გზავნილების სისტემას შეუერთდა

"ვითიბი ბანკი" "ზოლოტაია კორონას" გზავნილების სისტემას შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.

"ზოლოტაია კორონას" საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემით შესაძლებელია მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად უცხოური ვალუტის გაგზავნა და მიღება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ვიეტნამი, საბერძნეთი, ისრაელი, ნეპალი, თურქეთი, ჩეხეთი. გზავნილის განხორციელება შესაძლებელია: აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში. გზავნილის ტარიფი 1%-დან იწყება და დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე და ტრანზაქციის მიმართულებაზე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან. დღეისთვის, "ვითიბი ბანკი" სწრაფი ფულადი გზავნილების ცხრა სისტემაშია ჩართული", - აცხადებენ ვითიბი ბანკში.