ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. მისი დახმარება ორმა მეგობარმა სცადა, თუმცა ისინიც დაშავდნენ. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ორი ბავშვი ამ დროისთვის, შოკის მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მესამე არასრულწლოვანი კი იაშვილის კლინიკაში.