განახლებული HYUNDAI PALISADE-ი ჰიუნდაი ავტო საქართელოს შოურუმში

''ჰიუნდაი ავტო საქართველოს'' შოურუმში მალე განახლებული Palisade-ი იქნება ხელმისაწვდომი. Palisade-ი წარმოდგენილი იქნება აჭარა მოტორსის ფილიალშიც, რომელიც ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური დილერია. როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილზე, ფელისეიდზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით.

ფელისეიდი მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემებთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებულ დიზაინს, ახალ საინფორმაციო გასართობ სისტემასა და უსაფრთხოების ფუნქციებს. გამორჩეული ექსტერიერის, ინტერიერისა და მართვადობის დამსახურებით J.D POWER-მა ახალი ფელისეიდი აშშ-ში, შესაბამის სეგმენტში ყველაზე სასურველ ავტომობილად დაასახელა.

ფელისეიდი ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში წარმოდგენილი იქნება HTRAC-ის სრული ამძრაობის (4X4) ორი კომპლექტაციით: ELEGANCE და CALLIGRAPHY, ბენზინის 3,5 ლიტრიანი და CRDI ტურბო დიზელის 2,2 ლიტრიანი ძრავებით, 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის კოლოფით. HTRAC-სისტემა, ოფროუდ-გამავლობის 3 რეჟიმსა ( თოვლი/ტალახი/ქვიშა) და სვლის 4 რეჟიმს მოიცავს (ეკო, კომფორტი, სპორტი და სმარტი)

ექსტერიერი

manq-1665728593.jpg

ახალი Palisade-ს წინა მოდელთან შედარებით უფრო გაფართოებული კასკადური ცხაურის ფორმა აქვს, რაც ხაზს უსვამს უხეში პარამეტრული ფარის ელემენტებს. ახალი წინა განათების სისტემა თავის თავში აერთიანებს ერთმანეთთან ვერტიკალურად დაკავშირებულ დიოდურ განათებებს, რომელიც ცხაურის ნაწილად აღიქმება.

ინტერიერი:

ფელისეიდის ინტერიერი დიზაინის დახვეწილი დეტალებითა და უახლოესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა. სალონში შეცვლილია საჭის დიზაინი, გაზრდილია მონიტორისა და საინფორმაციო დაფის ზომები, გაუმჯობესებულია USB პორტები, რომლებითაც უფრო სწრაფად დატენვაა შესაძლებელი.

jkl-1665728661.jpg

ინტერიერი აღჭურვილია:

1.10.25-დიუმიანი ფერადი LCD ციფრული საინფორმაციო დაფით

2. 12.3-დიაუმიანი სენსორული მონიტორით

3. INFINITI პრემიუმ აუდიო სისტემით

4. Android Auto-ს და Apple Car Play-ს ფუნქციებით

5. 12 დინამიკით

6 USB დამტენით

6. მძღოლის სავარძლით პოზიციების მახსოვრობით

7. 4 კამერით წრიული 360˚ ხედვისთვის

gogo-1665728706.png

Palisade მომხმარებელს მძღოლის ინოვაციურ სარელაქსაციო სავარძელს სთავაზობს. წინა და უკანა სავარძლების გაგრილება/გათბობასთან ერთად Palisade-ის მესამე რიგის სავარძლებიც მგზავრების გათბობის სისტემით არის აღჭურვილი.

ხელმისაწვდომია ტყავის, ტყავის შემცვლელის და პრემიუმ კლასის Nappa-ს ტყავის შიდა სავარძლები.

ფელისეიდში საბარგულის მინიმალური მოცულობა 509 ლიტრია, რომლის გაზრდა მასში ინტეგრირებული ღილაკებითაა შესაძლებელი. ასევე, მესამე და მეორე რიგის სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მოცულობის გაზრდა 2446 ლიტრამდეა შესაძლებელი.

უსაფრთხოება:

მაღალტექნოლოგიური Palisade მთელი რიგი უსაფრთხოების ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

zedxedi-1665728769.png

Palisade-ში სიახლეა მძღოლსა და მგზავრს შორი ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში. ამის გარდა ავტომობილში 8 უსაფრთხოების ბალიშია: მძღოლისა და მგზავრის წინა, გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, ფარდა ბალიშები. გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები სრულად ფარავს მესამე რიგსაც.

Palisade-ში ინტეგრირებულია ჰიუნდაის უსაფრთხოების სისტემა Smartsense-ი:

განახლებულ ფელისეიდში უსაფრთოხების ფუნქციებს დაემატა დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა.

სმარტსენსის სხვა ფუნქციებია:

  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • ადაპტირებადი კრუიზკონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;
  • მოხვევისას წინიდან შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა

ფელისეიდის შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში შეგიძლიათ, ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

მოდელზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3CETNCa

დასავლეთ საქართველოში Palisade-ი აჭარა მოტორსის ცენტრშია ხელმისაწვდომი. აჭარა მოტორსის მისამართია: მემედ აბაშიძის I შესახვევი, N2, ქობულეთი.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აჭარა მოტორსის ცენტრს ნომერზე: 032 2 02 22 00 ან ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/3Tipjwn

(R)