იაპონური ბანკი Credit Suisse-ის აქტივების შეძენას გეგმავს

იაპონური ბანკი Mizuho Financial Group Inc შვეიცარიული ბანკის Credit Suisse Group AG-ის ფასიანი ქაღალდების პროდუქტების განყოფილების მცირე ნაწილის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Credit Suisse-ის აქტივების შესყიდვის სხვა პრეტენდენტები საინვესტიციო კომპანიები Apollo Global Management Inc., Centerbridge Partners, Pimco და Sixth Street არიან.

Mizuho-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მასაჰირო კიჰარამ ადრე განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდების პროდუქტები მისი ამერიკული ფინანსური ბაზრების ბიზნესის ხერხემალია.

Credit Suisse ბიზნესის ყოვლისმომცველ ანალიზს მიმდინარე წლის ივლისიდან აწარმოებს. ბანკი ახალი სტრატეგიის წარდგენას მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად 27 ოქტომბერს აპირებს.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის დასაწყისიდან Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 49%-ით დაეცა.

ეკა დარჩიაშვილი