მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა.

"როიტერის" ინფორმაციით, დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 0,14%-ით - 99,41 პუნქტამდე გაიზარდა. დოლარის კურსი იენთან მიმართებაში 121,28-დან 121,50 იენამდე გაიზარდა. 1,0606-მდე დაეცა ევროს კურსი დოლართან მიმართებაში.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში საცალო გაყიდვების მოცულობა 0,6%-ით შემცირდა.

ექსპერტთა განცხადებით, მიუხედავად აშშ-ის ეკონომიკის ზრდისა, ამერიკელები უკვე ზედიზედ მესამე თვეა ამცირებენ ხარჯებს.