უკრაინიდან გასული სამი სატვირთო გემი მარცვლეულს ესპანეთს, ტუნისსა და ალჟირს მიაწვდის

14 ოქტომბერს, სიმინდითა და ხორბლით დატვირთულმა სამმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მათზე სულ 84 500 ტონა მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია. ერთი მათგანი ესპანეთისკენ მიემართება, ერთი ალჟირისკენ, ხოლო ერთი - ტუნისისკენ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბოლში გაეროს, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მონაწილეობით ხელი მოეწერა დოკუმენტს უკრაინის სამი პორტიდან - ჩერნომორსკიდან, ოდესიდან და იუჟნიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის შექმნის შესახებ. ჯამში პორტებიდან 7 448 204 ტონა მარცვლეული გავიდა.

ეკა დარჩიაშვილი