უკრაინამ სავალუტო ფონდისგან 5 მილიარდ დოლარიანი ტრანში მიიღო

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების პირველი ტრანში - 5 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო.

ამის შესახებ "როიტერი" უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. "თანხა თანდათან ირიცხება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ანგარიშზე. სრული თანხა დღის ბოლომდე დაირიცხება", - განაცხადეს უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო ჯამში უკრაინას 17,5 მილიარდი დოლარით დაეხმარება.