მსოფლიოს 10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა რეიტინგში თბილისი

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი ბუენოს აირესში, არგენტინაშია, ყველაზე იაფი ტოკიოში, იაპონიაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 467 ქალაქს შორის 42-ე ადგილს იკავებს და საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 12,37%-ია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქალაქთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით. გამონაკლისია მხოლოდ ანკარა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 19,78%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაქოს, ის 83-ე ადგილზეა, ბაქოში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,84%-ს შეადგენს. ერევანში რეიტინგი 50-ე პოზიციაზეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 11,94%-ია. მოსკოვი რეიტინგში 74-ე ადგილზეა, იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 10,35%-ია.

Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:

  • ტოკიო, იაპონია - 1,13%
  • ნიცა, საფრანგეთი - 1,17%
  • ტულუზა, საფრანგეთი - 1,17%
  • ტამპერე, ფინეთი - 1,19%
  • ჰაიდელბერგი, გერმანია - 1,19%
  • ესპოო, ფინეთი - 1,19%
  • ჰელსინკი, ფინეთი - 1,24%
  • ჟენევა, შვეიცარია - 1,27%
  • ციურიხი, შვეიცარია - 1,42%
  • კალსრუე, გერმანია - 1,45%

Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:

  • ბუენოს აირესი, არგენტინა - 44,23%
  • კარაკასი, ვენესუელა - 27%
  • აკრა, განა - 25,50%
  • სტამბოლი, თურქეთი - 23,64%
  • ისფაჰანი, ირანი - 21,34%
  • იზმირი, თურქეთი - 20,70%
  • ტაშკენტი, უზბეკეთი - 20,62%
  • ანტალია, თურქეთი - 20%
  • თეირანი, ირანი - 19,97%
  • ანკარა, თურქეთი - 19,78%